пятница, 28 ноября 2014 г.

ბულინგი - ბავშვური ცელქობა თუ ნორმად ქცეული ძალადობა?!

      გაერომ (გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ) 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო ბავშვთა უფლებების კონვენცია. იგი შედგება 54 მუხლისგან რომლის უმეტესი ნაწილი ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს სახელმწიფოს ვალდებულებებს ეხება. მეორე ნაწილი კი იმაზე მოგვითხრობს, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და მშობელმა ზემოხსენებული ვალდებულების შესასრულებლად. საქართველო ბავშვთა უფლებების კონვენციას შეუერთდა 1994 წელს. მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა დღევანდელი საზოგადოება არ არის  უსაფრთხო ბავშვისთვის.  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობა მშობლის ან მეურვის მხრიდან, ძალადობა თანატოლების მხრიდან (ბულინგი), მძიმე ყოფითი პირობები და ასე შემდეგ.  მიუხედავად იმისა, რომ   საქართველოში მოქმედებს ბევრი სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც იცავენ ბავშვის უფლებებს და ცდილობენ აღმოფხვრან არსებული პრობლემები დღესდღეობით ეს საკითხი მაინც ღიად რჩება.

   დაახლოებით ერთი წლის წინ  გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმად, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. კვლევამ აჩვენა რომ ოჯახი, სახლი ბავშვისთვის არც თუ  ისე დაცული ადგილია. გამოკითხულთა ნაწილი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ 
დასჯას მიღებულად მიიჩნევს მისი  "გამოსწორების' მიზნით. ალბათ, თვითეული ჩვენთაგანისთვის ცნობილია ქართული ანდაზა " შვილი მტრულად გაზარდე მოყვარედ გამოგადგებაო". რამდენად სწორია აქ გამოთქმული მოსაზრება ამის ანალიზი თქვენთვის მოგვინდია. მაგრამ ერთ  რამეს   ვიტყვით, რომ ბავშვები რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი ოჯახში, თავად ხდებიან მოძალადეები თანატოლებს შორის, რადგან მათ თავისზე უმცროსის ან სუსტის დაჩაგვრა დასაშვებად მიაჩნიათ.

     მოზარდებს შორის ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეა-  ბულინგი, იგივე მობინგი.  ტერმინი “ბულინგი” ნიშნავს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ.

 ბულინგი არ არის მხოლოდ ინციდენტები და ცალკეული შემთხვევები. ყველაზე დიდი პრობლემა კულტურაა. ის იმ კონტექსტისგან შედგება, სადაც ის ხდება. ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა."ბულინგი" სხვადასხვა ფორმით ვლინდება:


*   ფარული ბულინგი   -   ობიექტის დამცირება,სოციალურ      იზოლაციაში  მოქცევა ტყუილებისა და ჭორების შეთხზვა.
*   ვერბალური  ბულინგი - დაცინვა, შეურაცყოფა,ღირსების შელახვა    დამცირება.

 *  ფიზიკური ბულინგიფიზიკური ძალმომრეობა, ფიზიკური ტკივილის  მიყენება, ფულის გამოძალვა.
 *   კიბერ ბულინგი - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით  შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა.

გვინდა ყურადღება გავამახვილით კიბერ ბულინგზე. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. კიბერბულინგი, ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის
გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. აქ მაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვს გამოხატო ის, რასაც პირისპირ არ გამოხატავ, ხელი იოლად მიგიწვდება ყველა იმაზე, ვისზეც გინდა გაავრცელო აგრესია. დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს "მთელი სამეგობრო ჯგუფისთვის" დასანახი. კიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრად აღიქმება და, შესაბამისად, ემოციური ზიანი მაღალია.

ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ თანატოლთა მიმართ ბავშვთა აგრესიულობა მოზრდილად ქცევის ბუნებრივი პროცესის გამოხატულებაა. მოზრდილთა საზოგადოებაშიც ხომ არიან წარმმართველები და მორჩილები. ამიტომაც ვიღაცამ ვიღაცაზე აუცილებლად უნდა მოახდინოს ზეწოლა. ბავშვები ხედავენ ამას უფროსების ქცევებში და ამ ქცევების კოპირებას ახდენენ. ამასთან, მოზრდილთაგან განსხვავებით, თავიანთი გრძნობების დემონსტრირებას უფრო ღიად და გულუბრყვილოდ ახდენენ. იქნებ სწორედ ამიტომ, აგრესიულ ბავშვებს ხშირად რბილად “ჩხუბისთავებს” უწოდებენ, ავიწყდებათ, რომ შეიძლება მათ ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ თავიანთი მსხვერპლის ფიზიკურ და/ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
   ბულინგის თემაზე მუშაობის დროს ბევრი საინტერესო კითხვა გაგვიჩნდა. ამიტომ   სკოლის ფსიქოლოგს  ვთხოვეთ დახმარება, აეხსნა ჩვენთვის  ძირითადად როგორი ტიპის ბავშვები ვლინდებიან აგრესორებად? რა  შეიძლება იყოს მათი აგრესიის გამომწვევი მიზეზი? როგორია , მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ? და საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია მოზარდებში.  
არნიშნულ საკითხევზე გვესაუბრა ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი ქალბატონი ნანა. სწორედ ამ საუბრის ვიდეო ჩანაწერს გთავაზობთ, რათა უკეთ გაეცნოთ  და გაითავისოთ რა საფრთხეს წარმოადგენს  " ბულინგი"  საზოგადოებისთვის.


     როგორც ქალბატონმა ნინომ აგვიხსნა  ნებისმიერი ბავშვი შეიძლება იყოს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ისე მისი ინიციატორი. ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ რომელ ბანაკში აღმოჩნდება კონკრეტული ბავშვი. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები გამოყოფენ მსხვერპლისა და აგრესორის ხასიათის ზოგიერთ ტიპიურ თვისებასა და ქცევის სტილს:-

    ბავშვი-მსხვერპლი ცდილობს იყოს თანატოლებთან შედარებით უფრო შეუმჩნეველი, პატარა და სუსტი. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ის მაშინვე ფრთხება, ტირის, საცოდავად და უბედურად გამოიყურება. იგი უმეტეს დროს კლასში ატარებს, მათ შორის შესვენებებსაც, გაურბის ბავშვების ხმაურიან თავყრილობებს.  ბავშვი-მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული თვისებების მქონე, მაგალითად, სხვებზე ბევრად დაბალი ან მაღალი; მსუქანი ან გამხდარი; ღარიბი ან მდიდარი; წყნარი, ჭკვიანი.

     ბავშვი-აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. პიროვნებათშორის ურთიერთობებში, თამაშებში აღიარებს მხოლოდ ძალას, სისასტიკეს და ამის დემონსტრირებასაც ახდენს. ნებისმიერი კონფლიქტის გადასაჭრელად უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს. როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთანაც ერთად ის ორგანიზებულად ირჩევს მსხვერპლს.

 რა შედეგები შეიძლება მოყვეს ბულინგს?!
   ფსიქოლოგების აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას  მოზრდილობის ასაკსიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.
   ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ხანგძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისაგან ან განიცდიდეს უდმივ შიშს, შფოთს, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება. ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მომავალსი მოძალადედ ჩამოყალიბდეს.
    ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უსუალო მსხვერპლნი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავსვებს ეშინიათ თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.


როგორ უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია და რა უნდა გააკეთოს ამისთვის საზოგადოებამ?
      პირველ რიგში თავად საზოგადოებამ უნდა აღიაროს აღნიშნული ფაქტი  რადგან ბევრს ბულინგი "ბავშვური ცელქობა" გონია. შემდეგი ეტაპისთვის უნდა დადგინდეს პრობლემის მაშტაბები. განხორციელდეს უნდა მშობლების, ბავშვების და
მასწავლელების ანონიმური გამოკითხვა -ჰქონიათ თუ არა სკოლასი პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს პრობლემები სკოლაში ქუჩაში ან ოჯახში. ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა.
   ჩვენი აზრით მშობელიც და მასწავლებელიც ყურადღებით უნდა მოეკიდოს ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ და მიიღონ უნდა ზომები რაც შეიძლება სწრაფად.
მხარი უნდა დავუჭიროთ  ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს არასრულფასოვან ადამიანად.შევთავაზოთ მას კონკრეტული დახმარება, რჩევა.
მოვიქცეთ ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა მოწონებას არ იმსახურებს.
უნდა განვუმარტოთ რომ დისკრიმინაცია  არანაირი ფორმით არ არის დაშვებული, ცუდი მოპყრობა არ შეიძლება არც გოგონებთან და არც ბიჭებთან.
 სკოლებმა უნდა უზრუველყონ ცოდნის მიღება და ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ასწავლის ბავშვებს, როგორ იცხოვრონ ძალადობის გარეშე ან როგორ შეებრძოლონ ძალადობას, თუკი დადგებიან ამგვარი საფრთხის წინაშე.
.